საინფორმაციო შეხვედრა

3 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა.  
დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა რეკრუტირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი ბეჟან კიკნაველიძე. მან სტუდენტებს გააცნო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სიახლეები. მოხსენებამ სტუდენტთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს ბატონმა ბეჟანმა ამომწურავად უპასუხა მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
alt
03.10.2024

FaceBook გვერდი