თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გაზეთი

თბილისის სასულიერო აკადემისა და სემინარიის გაზეთი - „კლიტე დავითისი“ - დაფუძნდა 2003 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისუწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მაშინდელი პრორექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ძალისხმევითა და თაოსნობით.

გაზეთს - აღნიშნული სათაური - „კლიტე დავითისი“ - სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მაშინდელმა რექტორმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაანათლა. შესაბამისად, მის ყოველ ნომერს წამძღვარებული აქვს პატრიარქის მერ გზეთის სახელწოდების განმსაზღვრელი პრეამბულა:

„და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწერე: მას იტყს წმიდა და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე ავითისი, რომელი-იგი განაღებს, დ არავინ დაჰშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დაშული იგი“ (გამოცხ. 3.7.)

გაზეთი მოწოდებულია, რომ პირუთვნელად ასახოს ქვეყნის უპირველესი თეოლოგიური სასწავლებლის სასწავლო-საგანმანათლებლო, სარწმუნოებრივი და სამეცნიერო ცხოვრების ამსახველი მოვლენები. მკითხველებს სისტემატურად აწვდის  ინფორმაციას სტუდენტთა და პედაგოგთა შემოქმედებითი და ყოფითი ცხოვრებისა და საქმიანობის  შესახებ.

გაზეთი განკუთვნილია სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის, ამასთანავე, იგი ხელმისაწვდომია აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულთათვისაც. აღსანიშნავია, რომ გაზეთის ერთ-ერთ რუბრიკაში - „ხმა ერიდან“ - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ღვაწლის ამსახველი 200-მდე ავტორის წერილია გამოქვეყნებული. ეს წეილები, სახელწოდებით - „ჯვარის მტვირთველი ქართვლი ერის“ - ცალკე წიგნის სახით  უკვე ოთხჯერ გამოიცა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში რედაქციას მუშაობა არ შეუწყვეტია და გაზეთი ელექტრონული ვერსიების სახით მიეწოდებოდა მკითხველს.