თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის მოკლევადიან გაცვლით პროგრამებს , რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
საერთაშორისო კრედიტ მობილობა მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. გაცვლითი პროგრამები ხორციელდება საქართველოს (არაასოცირებული/პარტნიორი ქვეყანა) და ევროპის (ასოცირებული/პროგრამის ქვეყნები) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში.
ძირითადი მახასიათებლებია:
• მობილობის შესაძლებლობა ყველა საფეხურზე (ბაკალავრიატი,
მაგისტრატურა, დოქტორანტურა);
• მობილობა ყველა მიმართულებაზე;
• სასწავლო მობილობა სტუდენტებისათვის: 2 დან 12 თვემდე;
• სტუდენტური მობილობა სტაჟირების მიზნით: 2 დან 12
თვემდე;
• მობილობა სასწავლო ან/და სტაჟირების მიზნით სადოქტორო
საფეხურზე: მოკლევადიანი ფიზიკური მობილობა 5 დან 30 დღემდე, ხოლო
გრძელვადიანი ფიზიკური მობილობის ხანგრძლივობა 2 თვიდან - 12
თვემდე;
• შერეული მობილობა: (5 დღიდან დან 30 დღემდე ფიზიკური მობილობა
+ ვირტუალური კომპონენტი);
• აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის: 5 დღიდან 2
თვემდე;
• მობილობის მიმართულებები და რაოდენობები დამოკიდებულია
უნივერსიტეტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე;
• ყველა სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს 12 თვემდე
სასწავლო მობილობით თითო სასწავლო საფეხურზე (უნივერსიტეტებს შესაძლოა
გააჩნდეთ მობილობის შიდა რეგულაცია).
მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია სწავლისა და
მგზავრობის (საქართველო - ასოცირებული/პროგრამის ქვეყანა -
საქართველო) ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური
სტიპენდია 800-900 ევრომდე . ხოლო საქართველოში ჩამომსვლელი
სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს 700 ევროს თვეში.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2022 წლიდან თანამშრომლობს ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიასთან, ხოლო 2023 წლიდან - რუმინეთის ქალაქ იაშის ალექსანდრე იონე კუზას უნივერსიტეტთან.
გაცვლითი პროგრამების საკონკურსო პირობებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად განთავსდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ვებ გვერდზე და გავრცელდება ელ. ფოსტის მეშვეობით.
საკონტაქტო ინფორმაცია
Erasmus+ კოორდინატორი
ელისაბედ აბულაძე
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ.: (+995 32) 2 144 072
ელ-ფოსტა: Elizabeth_abuladze@academia.edu.ge
ვებგვერდი: www.tsas.ge