თბილისის სასულიერო
აკადემიასა და სემინარიაში უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე
(მაგისტრატურა) მოქმედებს ერთი პროგრამა: თეოლოგია. სწავლის
მიმდინარეობისას სტუდენტს თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ
საკუთარ სპეციალობაში უაღრესაც განსწავლული
პროფესორ-მასწავლებლები.
სადიპლომო ნაშრომზე მუშაობისათვის მაგისტრანტს ვთავაზობთ მისთვის საინტერესო საღვთისმეტყველო დარგის სპეციალისტების დიდ არჩევანს.
აღნიშნული პროგრამის მიზანია ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული, კვალიფიციური თეოლოგების მომზადება.
სრული სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მაგისტრანტს შეეძლება მაღალი დონის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ნაშრომების დამოუკიდებლად შექმნა და შესაბამის თემატიკაზე ლექცია-სემინარების ჩატარება, იმავდროულად, სურვილის შემთხვევაში - მისთვის საინტერესო სადოქტორო საგანმანათლებლო მიმართულებაზე სწავლის გაგრძელება.