პანაშვიდს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები
და სტუდენტები ესწრებოდნენ. მსახურების დასასრულების
შემდეგ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ტაძარში შეკრებილები
დალოცა და ქადაგებით მიმართა. მან გარდაცვლილ პედაგოგთა ღვაწლზე
ისაუბრა.
,,მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო ჩვენი
გარდაცვლილი პროფესორ-მასწავლებლების მიმართ, რომელთა ღვაწლიც დიდია
თბილისის სააულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმატებაში. ღმერთმა
დაამკვიდროს მათი სულები იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ასევე,
მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო სტუდენტების მიმართ, რომლებიც
უწმინდესი პატრიარქის მიერ დაარსებულ აკადემიასა და სემინარიაში
იღებდნენ განათლებას და დღეს ჩვენ. შორის აღარ არიან. ღმერთმა აცხონოს
მათი სულები”, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ
ქადაგებისას.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სასულერო აკადემიისა და სემინარიის
გარდაცვლილ პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი
სიონის საპატრიარქო ტაძარში ყოველწლიურად სრულდება.