სამეცნიერო საბჭო

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭო არის აკადემიური (საგანმანათლებლო-სამეცნიერო) და ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი კოლეგიალური ორგანო. სამეცნიერო საბჭო  თავის  საქმიანობას  ახორციელებს თსას-ის წესდების,  წინამდებარე დებულების, თსას–ის შიდასამართლებრივი აქტებისა და უმაღლესი განათლების მოქმედი, მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. სამეცნიერო საბჭო თავისი საქმიანობით ხელს უწყობს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტრუქტურული ერთეულების მიერ სამუშაოს ჯეროვნად შესრულებას, სამეცნიერო საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტად, მაღალი ხარისხით განხორციელებას.
 
სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: 
მოქმედი რექტორი, პრორექტორები,  სულიერი მოძღვრები, დეკანები, კათედრის გამგეები. სამეცნიერო საბჭოს წევრები შესაძლებელია იყვნენ თსას-ის ორგანიზაციული სტრუქტურით გათვალისწინებული სხვა მმართველი ორგანოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები და ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირები, აგრეთვე თსას-ის მოქმედი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი. სამეცნიერო საბჭოს სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს რექტორი.
 
სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული, დოკუმენტური და საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფას ახორციელებს სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი.

FaceBook გვერდი