ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
უფროსი
გიორგი ნატროშვილი
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ: (+995 32) 2 932 911
ელ. ფოსტა:
giorgi.natroshvili@academia.edu.ge
ვებგვერდი: www.tsas.ge
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის
მოადგილე
ისტორიის დოქტორი დურმიშხან ლაშხი
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ: (+995) 558 09 82 82
ელ. ფოსტა: durmishkhan.lashkhi@academia.edu.ge
ვებგვერდი: www.tsas.ge
თბილისის სასულიერო
აკადემიისა და სემინარიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის
თსას-ის მართვის ორგანო.
სამსახურის
საქმიანობის ძირითად ამოცანას, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის
განვითარებითა და დანერვგვის ხელშეწყობით, სწავლებისა და კვლევის
ხარისხის ამაღლება წარმოადგენს.
სამსახურის ძირითადი
ფუნქცია-მოვალეობები მოცავს - მიმდინარე საგანმანათლებლო და კვლევითი
საქმიანობის სისტემურ შეფასებას, საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის
უზრუნველყოფის პროცედურების შემუშავებას და განახლებას; აკადემიური
პროგრამების შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობას,
კრედიტების ტრანსფერის სისტემის ჩამოყალიბებასა და
განხორციელებას; სასწავლო პროცესის ხარისხის შიდა და გარე
შეფასების მეთოდების დანერგვის ხეშეწყობასა და მონიტორინგს; სწავლების
ხარისხის მართვის თანამედროვე მეთოდებისა და პრინციპების ათვისებასა
და დანერგვის ხელშეწყობას; მოქმედი რეგულაციების მიხედვით უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროგრამების, სტუდენტებისა და
პერსონალის რეესტრის წარმოებას.
სამსახური თავის
საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, თსას-ის
წესდებით, შიდასამართლებრივი აქტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონითა და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის
ხასისხის უზრუნველყოფის სტანდარტებითა და სახელმძღვანელო
პრინციპებით.
სამსახური პასუხისმგებელია მასზე
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციის შესარულებაზე და
ანგარიშვადლებულია თსას-ის რექტორის წინაშე.