თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი
ზვიადაძე, 1996 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხელდასხმით საქართველოს
ეკლესიის მღვდელმსახურია. იგი მსახურობდა გლდანის ლომისის წმინდა
გიორგის სახელობის ტაძარში, თბილისის სიონის საკთედრო ტაძარში, შემდეგ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და
უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დაინიშნა წმინდა გიორგის
სახელობის ქაშუეთის ტაძრის წინამძღვრად. 2008 წლიდან დეკანოზი გიორგი
ზვიადაძე დადგენილ იქნა პროტოპრესვიტერად და სიონის ღვთისმშობლის
მიძინების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად.
პროტოპრესვიტერი
გიორგი ზვიადაძე ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის დაჯილდოებულია
გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლებით. მას მიღებული აქვს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა
გიორგის ორდენი. დაჯილდოვებულია, ასევე, ანტიოქიის, იერუსალიმის,
საბერძნეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიათა ორდენებით.
პროტოპრესვიტერი
გიორგი იყო თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, შემდეგ სასულიერო
აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი, 2009
წლიდან დღემდე არის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
რექტორი.
პროტოპრესვიტერი
გორგი ზვიადაძე არის ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი. მან დაამთავრა
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი ინგლისური ენის
სპეციალობით და ინგლისური ენის სინქრონული თარგმანის უმაღლესი კურსები
მთარგმნელ-თარჯიმნის კვალიფიკაციით, მინიჭებული აქვს საქართველოს
უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის
მაგისტრის ხარისხი.
პროტოპრესვიტერი
გიორგი ზვიადაძე იყო საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ
“ლაზარეს” დირექტორი, პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის –
“სულიერების, მეცნიერების, კულტურის აღორძინება და განვითარება” –
აღმასრულებელი მდივანი. იგი სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის
ლოცვა-კურთხევით, თავჯდომარეობდა საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიასთან დაფუძნებული მეცნიერების ისტორიის შემსწავლელი
საზოგადოების საღვთისმეტყველო განყოფილებას, იყო საქართველოს
საპატრიარქოს წარმომადგენელი განათლების სამინისტროსთან არსებულ
რელიგიის ისტორიის სასწავლო-მეთოდური საბჭოს წევრი.
პროტოპრესვიტერი
გიორგი ზვიადაძე დღემდე არის საპატრიარქოში შექმნილი საღვთისმეტყველო
კომისიის წევრი, მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ
ეკლესიასა და ანგლიკანურ ეკლესიას შორის საღვთისმეტყველო დიალოგის
ერთობლივი საერთაშორისო კომისიის წევრი, მონაწილეობს მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანაში საღვთიმეტყველო საკითხებზე გამართულ
საერთაშორისო ფორუმებსა და შეხვედრებში. იგი ავტორია არაერთი
საღვთისმეტყველო სამეცნიერო ნაშრომისა.
იხილეთ ბიოგრაფია სრულად
იხილეთ ბიოგრაფია სრულად
საკონტაქტო ინფორმაცია
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ: 032 2 98 91 16
ელ. ფოსტა: tsas@academia.edu.ge
ვებ გვერდი: www.tsas.ge