თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გრძელდება
ბიბლეისტიკის კათედრის ორგანიზებით დაგეგმილი ყოველკვირეული
სემინარული მუშაობა. მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მსმენელთა წინაშე
მოხსენებით წარდგა სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი -
ალექსანდრე ბუბაშვილი. მისი მოხსენების თემა იყო „ბრმის განკურნების
სასწაული (მარკ. 8. 22-26) და მისი თეოლოგიური ანალიზი“ (ხელმძღვანელი
- ბიბლეისტიკის კათედრის გამგე, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი,
პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი).
ალექსანდრე ბუბაშვილმა, წმინდა მამათა განმარტებების საფუძველზე, საინტერესოდ, დამაჯერებლად ისაუბრა მარკოზის სახარებაში გადმოცემული სნეულთა კურნების ეპიზოდების შესახებ. მოხსენების ბოლოს კი, მან ამომწურავად უპასუხა მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
სემინარს ესწრებოდნენ სასულიერო სემინარიის დეკანი, მღვდელი
გიორგი ვაშალომიძე, ბიბლეისტიკის კათედრის გამგის თანაშემწე გიორგი
თოდუა, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები.