ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია თეოლოგიის დოქტორი,
პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია.
გრიგოლ ბენდელიანის კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
საეკლესიო-საგანმანათლებლო ცენტრების ჩამოყალიბებას და მათი
განვითარების ისტორიას, ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული
ლიტერატურული წყაროების ანალიზს.
დარგობრივ კომისიას თავმჯდომარეობდა თეოლოგიისა და ფილოლოგიის
დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დეკანოზი
ბიძინა გუნია. კომისიის წევრები კი იყვნენ: თეოლოგიის დოქტორი,
დეკანოზი იოანე ბონდარენკო, პედაგოგიკის დოქტორი, პროფესორი ავთანდილ
ასათიანი, თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია და თეოლოგიის დოქტორი
რატი სტურუა.
კომისიამ დადებითად შეაფასა დოქტორანტის ნაშრომი და წარმატება
უსურვა მას.
კოლოკვიუმის დაცვას ასევე ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო
აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, ისტორიის დოქტორი, დეკანოზი
ბესარიონ ცინცაძე, თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი დეკანოზი
იოანე კვანჭიანი, თეოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
თეოლოგიის დოქტორი, მღვდელი ცოტნე ჩხეიძე, უმაღლესი სასწავლებლის
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

