პოეზიის საღამო

19 დეკემბერს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში   მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის პედაგოგის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, თამარ ნუცუბიძის  თაოსნობითა და სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის მხარდაჭერით, გაიმართა ლიტერატურული საღამო, რომელშიც  მონაწილეობდნენ ქრისტიანული ხელოვნების, ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და სემინარიის ფაკულტეტების სხვადასხვა კურსის სტუდენტები  - ლაზარე ჯინჭარაძე,  კოკა ჯალაღონია, დათო ნასყიდაშვილი, ფოტინე გუნია,  გვანცა ჯავაშვილი,  ნინო ავქოფაშვილი, დავით კარელიძე. სტუდენტებმა განსაკუთრებული  შთაგონებით წაიკითხეს სხვადასხვა მოტივსა და თემაზე შექმნილი   ქართული პოეზიის შედევრები. საღამოს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და შთამბეჭდავს ხდიდა ჩონგურის თანხლებით შესრულებული სიმღერები, სტუდენტების მიერ წაკითხული საკუთარი ლექსები.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ თსასის პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე,  ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე , ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი თეა ბეჟუაშვილი, თსასის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
 
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ბევრი გულწრფელი, ემოციური, მოსაწონი და საქებარი სიტყვა ითქვა სტუდენტებისა და მათი პედაგოგის, ქალბატონი თამარ ნუცუბიძის მისამართით.  გამოითქვა სურვილი, რომ  მსგვსი შინაარსის ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმოს და სტუდენტები   გაცილებით ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ თავისი შემოქმედებით.
19.12.2024

FaceBook გვერდი