მ ი ლ ო ც ვ ა

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უდიდესი  პატივისცემითა და სიყვარულით  ვულოცავთ დაბადების 69-ე წელს ღვაწლმოსილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს,  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელს, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს!
ბატონი სერგო ათეისტური მმართველობის ეპოქაშიც ახერხებდა ეკლესიასთან სიახლოვეს და თავის სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეკლესია-მონასტრების მოსანახულებლად დაატარებდა. ამ ექსკურსიების დროს კი ძეგლების ისტორიული მიმოხილვისას ქრისტიანული მოძღვრების სიღრმეებზეც ესაუბრებოდა შეფარულად. ჩვენი სასწავლებლის დაარსების დღიდან ბატონი სერგო ფეხდაფეხ მოსდევს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წინსვლას და, არც თუ იშვიათად, განაპირობებს კიდეც მას.
ვუსურვებთ ბატონ სერგოს ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ!
07.12.2024

FaceBook გვერდი