ბიბლეისტიკის კათედრის ორგანიზებით, გრძელდება შემეცნებითი ხასიათის ყოველკვირეული სემინარები. დღეს, 2 დეკემბერს, სემინარიის IVკურსის სტუდენტმა ზურაბ ჯინჭარაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „კერძო აზრისა და საეკლესიო კრებსითი სწავლების ურთიერთმიმართება“ (ხელმძღვანელი: რეზო მუჯირიშვილი, ახალი აღთქმის პედაგოგი).
მომხსენებელმა იმსჯელა იმაზე, რომ საეკლესიო საკითხების განხილვისას ყურადღება უნდა ექცეოდეს საეკლესიო თანხმობას (consensus patrum). შესაძლებელია, ერთი ან რამდენიმე საეკლესიო ავტორი კონკრეტულ საკითხზე რაიმე მოსაზრებას გამოთქვამდეს, მაგრამ ეკლესიის მიერ არ იქნას გაზიარებული, როგორც უტყუარი და უცდომელი საეკლესიო დებულება. ამის ნათელსაყოფად მომხსენებელმა რამდენიმე მაგალითიც წარმოადგინა. ამასთან, ხაზი გაესვა იმას, რომ კერძო აზრი არ უნდა იქნეს გაგებული როგორც ერესი.
სემინარს ესწრებოდნენ: ბიბლეისტიკის კათედრის გამგე, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი, ბიბლეისტიკის კათედრის წევრები და სტუდენტები.
მომხსენებელმა დასმულ კითხვებს უპასუხა.