თბულისის სასულიერო აკადემიის ვაჟთა გუნდმა თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 22 ნოემბერს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინტიტუტის დარბაზში  გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო მუსიკის ფესტივალი, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლებმა. 
 
კონცერტზე პირველად წარდგა თბილისის სასულიერო აკადემიის ვაჟთა გუნდი, რომლებმაც შეასრულეს ორი საგალობელი გუნდის ხელმძღვანელ ლექსო გრემელაშვილთან ერთად.  
 
გუნდმა ჟიურის წევრების  დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ საგანგებოდ აღნიშნეს, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როცა ხალხური სიმღერების კონცერტზე შესრულდა საგალობლები და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ კონცერტებზე ეს მოვლენა ტრადიციად იქცევა.
25.11.2024

FaceBook გვერდი