ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია

დღეს, 19 ნოემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საჯარო ლექცია წაიკითხა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა. ლექციის თემა იყო „ადამიანად გახდომის ამოცანა მერაბ მამარდაშვილის შემოქმედების მიხედვით“.
 
​ლექციას ესწრებოდნენ თსას-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ბატონმა ლევანმა სხვადახვა ფილოსოფიურ მიმდინარეობასა და თეოლოგიასთან მიმართებაში განიხილა მერაბ მამარდაშვილის ნააზრევის ეგზისტენციალური საკითხები. თემა ძალზე აქტუალური და ახლობელი იყო ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, რომელთაც კითხვები ჰქონდათ მომხსენებელთან. ლექცია დიალოგით დასრულდა და დაისახა სამომავლო შეხვედრის გეგმა.
alt
19.11.2024

FaceBook გვერდი