ქრისტიანული არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ექსკურსიაზე

2024 წლის 7-8 ნოემბერს  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის საეკლესიო არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის  სტუდენტებმა, ტრადიციული გასვლითი- საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა წმინდა ადგილი მოინახულეს.

შვიდ ნოემბერს   საეკლესიო არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები, პედაგოგების - ნიკოლოზ დადიანის, ნანა აბრამიასა და მაია ჭანტურიას  ხელმძღვანელობით  იმყოფებოდნენ   ქოშიგორას (ჩაკიდული თხემების ) იოანე ნათლისმცემლის სახელობისა  და ნაქულბაქევის  წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრებში.  სტუდენტები დეტალურად გაეცვნენ რთულ და მარტივ რელიეფზე აშენებული თანამედროვე მონასტრების არქიტექტურას.  

8 ნოემბერს, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მცხეთაში იმყოფებოდნენ საეკლესიო არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები. მათ მეგზურობას უწევდნენ  საეკლესიო არქიტექტურის კათედრის გამგე, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან აბაშიძე.   სტუდენტებმა პედაგოგებისაგან  ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მცხეთის ისტორიული, კულტურული და რელიგიური  დანიშნულების, იქ დაცული ეკლესია-მონასტრების არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის შესახებ. სტუდენტებმა მოილოცეს  და დეტალურად დაათვალიერეს თორმეტი მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და ბეთლემის გამოქვაბული.


09.11.2024

FaceBook გვერდი