მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ბიბლეისტიკის კათედრის ორგანიზებით
დაგეგმილ ყოველკვირეულ სამუშაო სემინარზე მოხსენებით წარდგა სასულიერო
სემინარიის IV კურსის სტუდენტი გაბრიელ ნავროზაშვილი. მოხსენების თემა
იყო „წმინდა წინასწარმეტყველების - ენოქისა და ელიას ადგილსამყოფლის
შესახებ“.
თემის ხელმძღვანელი გახლდათ თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია.
გაბრიელ ნავროზაშვილმა წმინდა წერილის უწყების საფუძველზე განიხილა
ენოქ და ელია წინასწარმეტყველთა მიწიერი ცხოვრების დასასრული - მათი
ხორციელად ამაღლება. ამასთანავე, წინასწარმეტყველთა ადგილსამყოფელთან
დაკავშირებული საკითხი განიხილა ეგზეგეტიკური და ჰომილეტიკური
ხასიათის ძეგლებიდან მოხმობილი სრულფასოვანი მასალის დამოწმებით.
სემინარს ესწრებოდნენ: ბიბლეისტიკის კათედრის გამგე, დეკანოზი გიორგი
გუგუშვილი, ბიბლეისტიკის კათედრის წევრები და სტუდენტები.
მომხსენებელმა დამაჯერებლად უპასუხა სტუდენტთა და პედაგოგთა მიერ
დასმულ შეკითხვებს.