მათ დაათვალიერეს ოქროს ფონდში დაცული ადრექრისტიანული და შუა
საუკუნეების არტეფაქტები - უძველესი ხატები, საცეცხლურები, ტაძრებიდან
გადმოღებული ფრესკები, სამკაულები... ეთნოგრაფიულ განყოფილებაში
გაეცნენ ქართველი ხალხის ყოფითი კულტურის ამსახველ ექსპონატებს -
საომარ იარაღებსა და სხვა აღჭურვილობას, სამუშაო და საოჯახო ნივთებს.
სტუდენტებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა არქეოლოგიურ
განყოფილების დარბაზებში გამოფენილმა უძველესი კულტურისა და
ცივილიზაციის ამსახველმა არტეფაქტებმა. სტუდენტებმა დიდი ინტერესით
დაათვალიერეს მუზეუმში დაცული იოანე ზოსიმეს 979 წლით
დათარიღებული უნიკალური ხელნაწერი და სხვა. ბატონი ელდარის მიერ
ექსპონატების კვალდაკვალ გაცოცხლებულ ისტორიებს დიდი ინტერესით
ისმენდნენ სტუდენტები.