მამა ლონგინოზმა ისაუბრა სხვადასხვა რელიგიურ და
მსოფლმხედვლობრივ სისტემაში ნათესაური კავშირების ფორმების
ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიულ გზაზე. ამასთანავე, მსოფლიო
და ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილების საფუძველზე
წარმოაჩინა, თუ როგორ აისახებოდა ნათესაური ხარისხების საკითხი
ქრისტიანულ ქორწინებაში. ლექციის მსვლელობაში უხვად იყო გამოყენებული
ვიზუალური მასალა - სქემები, ცხრილები.
ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის პედაგოგები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული სხვა
პირები.
ლექციის ბოლოს მამა ლონგინოზმა ამომწურავად უპასუხა მსმენელთა
მიერ დასმულ შეკითხვებს.