28 ივნისს თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა მღვდელმა
გიორგი ვაშალომიძემ, ამავე ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა. მასთან ერთად
მსახურებდნენ სემინარიის მესამე კურსის სტუდენტი, მღვდელმონაზონი
აბელი და მეორე კურსის სტუდენტი, დიაკონი გიორგი. გალობდა სემინარიის
სამგალობლო გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით. დღე ტრაპეზით
დასრულდა, სადაც ქართული გალობა და ქართული ხალხური სიმღერები
ისმოდა.