დღეს, 28 ივნისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში
გაიმართა ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის
სტუდენტის ანანო ქარდავას საბაკალავრო ნაშრომის - „ბიზანტიური
მიმართულების ქართული მოხატული ხელნაწერები (XI-XIII სს)“ - დაცვა.
კომისიის წევრები იყვნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები - მარიამ
დიდებულიძე და ნანა ბურჭულაძე. ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ სასულიერო
აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, ისტორიის დოქტორი, დეკანოზი
ბესარიონ ცინცაძე, სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი გრიგოლ
ხაჭაპურიძე, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრისა და დეკანატის
წარმომადგენლები. საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელი იყო
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ელენე მაჭავარიანი, ხოლო ექსპერტი -
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე.