დღეს, 26 ივნისს, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულთა
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა შედგა. სასულიერო სემინარიის ფაკულტეტის
საბკალავრო
ნაშრომთა დაცვის კომისიის წინაშე წარდგნენ შემდეგი
სტუდენტები: დიაკონი გიორგი გვარამაძე ნაშრომით „ქრისტეშობამდელ
ეპოქაში საღვთო მოძღვრების გადაცემის ხერხები“ (ხელმძღვანელი -
თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია, ექსპერტი - მღვდელი სვიმეონ
დათუკიშვილი), ავთო კილაძე ნაშრომით „საეკლესიო სწავლება
სულთმოფენობის შესახებ ჰომილეტიკური ძეგლების მიხედვით“ (ხელმძღვანელი
რევაზ მუჯირიშვილი, ექსპერტი - გიორგი თოდუა), მიხეილ
ტარუაშვილი ნაშრომით „შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონის ლიტურგიკული
ანალიზი“ (ხელმძღვანელი - გიორგი მეტრეველი, ექსპერტი - ვახტანგ
ყოლბაია).
სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვას სტუდენტები და
პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.