საბაკალავრო ნაშრომების დაცვა
26 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვას ხელმძღვანელობდა საბჭო -
ფსიქოლოგიის დოქტორის, ხატია წიკლაურის თავმჯდომარეობით. საბჭოს
შემადგენლობაში იყვნენ - საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღვანელი,
ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნანა გოგიჩაშვილი; ექსპერტები -
ფსიქოლოგიის მაგისტრი სოფიკო გოგოჩაშვილი და ფსიქოლოგიის დოქტორი ლელა
ტყეშელაშვილი.
ქ-ნი ნანა გოგიჩაშვილის ხელმძღვანელობით საბაკალავრო ნაშრომები
დაიცვეს შემდეგმა სტუდენტებმა:
1.თორნიკე ადამაშვილი - ,,ემოციური გადაწვის ფსიქოლოგიური
მახასიათებლები ძალოვან სტრუქტურებში“
ექსპერტი - სოფიკო გოგოჩაშვილი.
2.ქეთევან ზუბიაშვილი - ,,მოძღვრისა და ფსიქოლოგის როლი
პიროვნული კრიზისების მართვაში“
ექსპერტი - სოფიკო გოგოჩაშვილი.
3.ავთანდილ მათიაშვილი - ,,სუიციდის ქრისტიანული და
ფსიქოლოგიური ასპექტები“
ექსპერტი - ლელა ტყეშელაშვილი.
4.ირმა მაღრაძე - ,,სტიგმატიზაციის გავლენა სპეციალური
საჭიროების მქონე მშობლების თვითშეფასებაზე“.
ექსპერტი - ლელა ტყეშელაშვილი.
5.მარინე სალია-დემურაძე - „დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა
შიშების მიმართება ტემპერამენტთან“.
ექსპერტი - ფსიქოლოგიის დოქტორი ლელა ტყეშელაშვილი.
6.კახა შეწირული - ,,საჯარო გამოსვლისა და შფოთვის
ურთიერთმიმართების ფსიქოლოგიური
მახასიათებლები“.
ექსპერტი - ფსიქოლოგიის დოქტორი ლელა ტყეშელაშვილი.
სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი
ზვიადაძე, პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე,
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები