სასიამოვნო საჩუქარი

სასიამოვნო საჩუქარი
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სემესტრის შემაჯამებელი გამოცდები მიმდინარეობს.

ტრადიციულ საგამოცდო დაძაბულობასა და სტრესს გამომცდელთა კეთილგანწყობა და სასიამოვნო სიურპრიზები ამსუბუქებს.   დღესაც ასე მოხდა. ქრისტიანული ფსიქოლოგიის მესამე კურსის სტუდენტებმა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის გამოცდა ჩააბარეს. გამომცდელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ნუცუბიძე.

გამოცდის დასრულების შემდეგ ქ-ნმა თამარმა სტუდენტებს სამახსოვროდ გადასცა მხატვრული და სამეცნიერო ხასიათის წიგნები, რომლებსაც თითოეული სტუდენტისადმი კეთილგანწყობის გამომხატველი წარწერა დაურთო.
alt
24.06.2024

FaceBook გვერდი