ექსკურსია მცხეთის მუნიციპალიტეტში

ექსკურსია მცხეთის მუნიციპალიტეტში
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლებლის ხელშეწყობით, ამ მიმართულების სტუდენტებმა და პედაგოგებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის ძეგლები მოინახულეს და მოილოცეს.
გასვლითი პროგრამა გულისხმობდა ანტიკური ნაქალაქარის- ძალისის- დათვალიერებას, ასევე მჭადიჯვრის მთავარაგელოზთა, წილკნის ღვთისმშობლის, კალოუბნის წმ. გიორგისა და მცხეთის წმ. ბარბარეს სახელობის ტაძრების მოლოცვას. პედაგოგები სტუდენტებს ესაუბრნენ ამ ეკლესიების ისტორიული, სახელოვნებო და რელიგიური  მნიშვნელობის შესახებ.
ფაკულტეტი მადლობას უხდის სასწავლებლის ადმინისტრაციას მეტად სასიამოვნო და პროფესიული თვალთახედვით სასარგებლო ღონისძიების ორგანიზებისათვის.
alt


20.06.2024

FaceBook გვერდი