სემესტრული საანგარიშო კონცერტი

დღეს, 19 ივნისს, 12 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა აკადემიის მგალობელთა გუნდის სემესტრული საანგარიშო კონცერტი. გუნდს, რომელშიც სასულიერო აკადემიის ათი სტუდენტი გალობს, ხელმძღვანელობს ლექსო გრემელაშვილი. 
 
კონცერტს დაესწრნენ სემინარია-აკადემიის სტუდენტები და პედაგოგები. შესრულდა გელათის სამონასტრო-სამგალობლო სკოლის, ქართლ-კახური და შემოქმედის სამონასტრო სკოლის საგალობლები.
19.06.2024

FaceBook გვერდი