ექსკურსია სამცხეში

ექსკურსია სამცხეში

თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანატის თაოსნობით სასწავლო წლის მიწურულს გასვლითი-საგანმანათლებლო ღონისძიება მოეწყო ისტორიულ სამცხეში. აკადემიის სტუდენტებმა და პედაგოგებმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიასა და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიაში არსებული ისტორიული ტაძრები მოილოცეს. სასულიერო აკადემიის დეკანმა, დეკანოზმა იოანე კვანჭიანმა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. მომლოცველები მიემთხვივნენ ტურინის სუდარის ზუსტ ანალოგს, ასევე, ესტუმრნენ ვარძიისა და საფარის მამათა მონასტრებს.  
05.06.2024

FaceBook გვერდი