ხატწერის სახელოსნოში ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

დღეს, 31 მაისს, 14 საათზე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებულ ხატწერის სახელოსნოში ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ეს სახელოსნო, რომელსაც ისტორიის დოქტორი, ხატმწერი, ქალბატონი მაკა ჩხაიძე ხელმძღვანელობს, თითქმის აკადემიის დაარსების დღიდან ფუნქციონირებს. სახელოსნოში ხატწერის ხელოვნების შესწავლა არა მხოლოდ სემინარია-აკადემიის სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ მნიშვნელოვან საქმეს, ქალბატონ მაკა ჩხაიძესთან ერთად, უძღვება ხატმწერი, ქალბატონი ქეთევან ხაჟომია. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს კი ეწყობა გამოფენა, როგორც ერთგვარი წლიური ანგარიში, და ის სიმბოლურად წმ. ნინოს ხსენების დღეს ეძღვნება.
ხატწერის სახელოსნო, რომელიც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული, სამი დღის განმავლობაში (კვირა დღის ჩათვლით) უმასპინძლებს გამოფენის დათვალიერების მსურველებს.
31.05.2024

FaceBook გვერდი