ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა
 
დღეს, 22 მაისს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის სექციური მუშაობა გაიმართა.  მომხსენებლები მუშაობდნენ სამ სექციაში: თეოლოგია, ძველი ქართული ლიტერატურა, ისტორია.
თეოლოგიის სექციას ხელმძღვანელობდა სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი დავით ესებუა.
მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა:
1. ესებუა დავით - მოწყალების გაღების არამართებული წესი და საღვთო განაჩენი (საქ. 5.1-11-ის თეოლოგიური ანალიზი) - სასულიერო სემინარია, II კურსი, ხელმძღვანელი - თეოლოგიის მაგისტრი გიორგი თოდუა,  
2. გუჯაბიძე დემეტრე - კატეხიზაციის ისტორიული გზა პირველ ქრისტიანულ ეკლესიაში - სასულიერო სემინარია, III კურსი, ხელმძღვანელი - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი.
ისტორიის სექციას თავმჯდომარეობდა სასულიერო სემინარიის II​კურსის სტუდენტი ნიკოლოზ გერგედავა.
მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა:
1. ბაჩანა აბურჯანია - მიხეილ თამარაშვილი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემები XV-XVII საუკუნეებში - სასულიერო სემინარია, II კურსი,  ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფ. სერგო ვარდოსანიძე,
2. ნიკოლოზ გერგედავა - წმინდა ამბროსი აღმსარებლის (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)  სასამართლო პროცესი - სასულიერო სემინარია, II კურსი, ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფ. სერგო ვარდოსანიძე,
3. აბელ ბოგვერაძე - გელათის მე-3 საეკლესიო კრება - სასულიერო სემინარია, II კურსი, ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
 
ძველი ქართული ლიტერატურის სექციას ხელმძღვანელობდა ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი საბა წოწორია.
მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა:
1. მირანდა ჭიაბერაშვილი -  წმ. გრიგოლ ხანცთელის სულიერი მისია  - ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, I კურსი, ხელმძღვანელი - ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი,  
2. ლუკა ხვედელიძე - დემეტრე-დამიანეს საგალობლები - სასულიერო სემინარია, I კურსი, ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე,
3. კახაბერ აბულიძე - იოანე მტბევარი და მისი შემოქმედება - სასულიერო სემინარია, I კურსი, ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე,
4. მონაზონი ემანუელ კეკელია - იოანე მინჩხის საგალობლები დიდმარხვის მეოთხე შვიდეულისათვის - სასულიერო სემინარია, I კურსი, ხელმძღვანელი   - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე,
5. საბა წოწორია - წმინდა აბო თბილელის წამების სარწმუნოებრივ-ეროვნული იდეალები - ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტი, III კურსი, ხელმძღვანელი - ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი.
 
ამით დასრულდა ჩვენი სასწავლებლის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა, რომელიც ტრადიციულად გაზაფხულის სემესტრის დაახლოებით ორ კვირას იკავებს ხოლმე.
22.05.2024

FaceBook გვერდი