სტუდენტური კონფერენცია

 
სტუდენტთა ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია  
დღეს, 21 მაისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის პლენარული სხდომა.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. რექტორმა მადლობა გადაუხადა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. მან განაცხადა, რომ დღევანდელი კონფერენციის მიზანია, ჩვენს სტუდენტებს ჩამოუყალიბდეთ სამეცნიერო აზროვნების, მწყობრი მსჯელობის უნარი. ეს არის კარგი საშუალება, რათა თითეულმა მათგანმა თავი წარმოაჩინოს, როგორც ახალგაზრდა მეცნიერმა, ახალგაზრდა მკვლევარმა.  
სტუდენტურ მოხსენებებს ბოლოს კითხვა-პასუხი მოჰყვა.
მსმენელთა წინაშე წარდგნენ შემდეგი სტუდენტები:
 
1. გიორგი დონდუაშვილი - იესო ქრისტე და მრუშობაში მხილებული დედაკაცი (ინ. 8.1-11) საეკლესიო ეგზეგეტიკაში - სასულიერო სემინარია, II კურსი, ხელმძღვანელი - ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი;
2. თომა ჯინჭარაძე - წმინდა იოსებ დამწინდველის ოჯახი წმინდა წერილსა და წმინდა გარდამოცემაში - სასულიერო აკადემია, I კურსი, ხელმძღვანელი - თეოლოგიის მაგისტრი გიორგი თოდუა;
3. დიმიტრი ჯაფარიძე - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით - სასულიერო აკადემია, II კურსი, ხელმძღვანელი - ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, გელათის აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია.
21.05.2024

FaceBook გვერდი