პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

სამი დღის განმავლობაში, 15, 16 და 20 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარეობდა პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. 
კონფერენცია  წარმომადგენლობითი ხასიათისა იყო, მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა კათედრის პროფესორ-მასწავლებლებმა. 
20 მაისს, კონფერენციის ბოლო დღეს, გაიმართა სექციური მუშაობა  საეკლესიო სამართლის,  ქართული ენისა და ლიტერატურისა და ფილოსოფია-ფსიქოლოგიის  მიმართულებით.   
სექციების სამუშაო პროგრამა იხილეთ ქვემოთ:
 
საეკლესიო სამართალი
 
სხდომის თავმჯდომარე - დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი
1.​ფილოსოფიის დოქტორი რუსუდან წიქვაძე -  ქორწინებისა და ოჯახის საკითხები იუდაიზმში
2.​დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი - სეკულარიზმის იდეა და მისი თეოლოგიური კონტექსტი
3.​ირაკლი გუნიავა - მონასტრის ქონებრივი უფლებები საქართველოში  
 
ენა და ლიტერატურა
 
სხდომის თავმჯდომარე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მედეა (მარიამ) ღლონტი
1.​ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მედეა (მარიამ) ღლონტი - ქართულ ანდაზაში უკუფენილად გაცხადებული ქრისტიანული სათქმელისათვის („კარგ მთქმელს კარგი გამგონეო“ − „სამართალმა პური ჭამა“, „რასაც დასთეს, იმას მოიმკიო“ − „სტუმარი ღვთისაა“...)
2.​ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა კალანდარიშვილი - ადამიანის დანიშნულების ქრისტიანული კონცეფცია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში
3.​ფილოლოგიის დოქტორი თამთა ფარულავა - ლიტერატურული დიალოგისათვის ( XII და XX საუკუნეები)
4.​ფილოლოგიის დოქტორი მარინე მამულაშვილი-ბოტკოველი - სახარების ქალთა სახეების ლიტერატურული ტრანსფორმაცია ჯიბრან ხალილ ჯიბრანის შემოქმედებაში („იესო, ძე კაცისა“, „წინასწარმეტყველი“)
5.​ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა პატაშური - სახლისა და უსახლკარობის მოტივი მხატვრულ ლიტერატურაში.
 
ფილოსოფია და ფსიქოლოგია
 
სხდომის თავმჯდომარე - ფილოსოფიის დოქტორი ელენე შუბლაძე
 
1.​ფილოლოგიის დოქტორი ჯულიეტა შოშიაშვილი - მოძრაობის კატეგორია დიონისე არეოპაგელის თხზულებებში
2.​ფილოსოფიის დოქტორი ელენე შუბლაძე - კათარზისის გაგებისათვის ანტიკურ ფილოსოფიაში
3.​ფსიქოლოგიის მაგისტრი გვანცა გუგეშაშვილი - ემოციების როლი ფსიქოსომატური დაავადებების განვითარებაში
alt
20.05.2024

FaceBook გვერდი