16 მაისს, კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა სექციური
მუშაობა თეოლოგიის, ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის,
ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. კონფერენცია
ერთგვარად აჯამებს მთელი წლის განმავლობაში
პროფესორ-მასწავლებელთა მიერ გაწეული სამეცნიერო და
კვლევით საქმიანობას. სხვადასხვა სექციის მუშაობას ბევრი
დაინტერესებული მსმენელი ესწრებოდა, მათ შორის მრავლად იყვნენ
სტუდენტებიც.
მომხსენებლებმა უპასუხეს მსმენელთ შეკითხვებს, გამოითქვა მეტად
საინტერესო და საგულისხმო მოსაზრებები.
იხილეთ სექციური მუშაობის პროგრამა:
თეოლოგია
სხდომის თავმჯდომარე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი გვანცა კოპლატაძე
1.ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე
- წმინდა იოანე ოქროპირი და მისი ზნეობრივი ღვთისმეტყველება;
2.დეკანოზი დავით ჭიღლაძე (დოქტორანტი) - ფსალმუნთა
კითხვის წესი ღამისთევის მსახურებაზე შიომღვიმის ტიპიკონის
მიხედვით
3.დიაკონი ლევან ჭანკვეტაძე - სწავლება ფილოსოფიურ ხმათა
შესახებ
4.თეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი გიორგი თოდუა -
ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი (ოს. 2.25; 2.1), როგორც
სამოციქულო დამოწმებანი (რომ. 9.25-26), და მათი თეოლოგიური
ანალიზი
5.თეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი რევაზ მუჯირიშვილი -
საეკლესიო სწავლება იოსებ დამწინდველის ეჭვის შესახებ
ისტორია
სხდომის თავმჯდომარე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ელდარ ბუბულაშვილი
1. თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ბუაძე - როგორ შეცვალა
ქრისტიანობამ ქალების მდგომარეობა პირველ საუკუნეებში
2. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი
- ვატიკანის არქივის უცნობი მასალები საქართველოს შესახებ
3. ისტორიის დოქტორი ნინო თომაძე - ბიუროკრატიული აპარატი
ბიზანტიაში
4. თეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი გიორგი მეტრეველი - აღდგომის
თარიღის განსაზღვრის ისტორიისათვის
ძველი ქართული ენა და
ლიტერატურა
სხდომის თავმჯდომარე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
აკად. ავთანდილ არაბული
1.ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკად. ავთანდილ არაბული -
ძველი ქართულის მსაზღვრელი ნაწევრის ფუნქციური როლი „ვეფხისტყაოსნის“
სინტაგმატიკაში
2.ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ხვთისო ზარიძე - ქართული
ჰაგიოგრაფიის პერსონაჟი
3.ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი - სამოღვაწეო წესები
ათონის ივერთა მონასტრის მწიგნობრულ ტრადიციაში
4.ფილოლოგიის დოქტორი ასმათ ჯიქია - ქართლში მონაზვნური
ცხოვრების დასაწყისისათვის
5.ფილოლოგიის მაგისტრი ხათუნა ნიშნიანიძე - „დავითიანის“
შესწავლის ისტორიისათვის
ხელოვნებათმცოდნეობა
სხდომის თავმჯდომარე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ქეთევან აბაშიძე
1.დეკანოზი იოსებ ვანიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა
ბურჭულაძე - უშგულის მე-11-12 საუკუნის ღვთისმშობლის ხატის
სახისმეტყველებისათვის
2.მღვდელი გიორგი ვაშალომიძე - ნათლისღების იკონოგრაფია
და მისი საღვთისმეტყველო - სახისმეტყველებითი ასპექტები
3.არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი მედეა მელქაძე - XX საუკუნის
ქართული ხუროთმოძღვრების მოწინავე როლი ლანდშაფტური არქიტექტურის
განვითარების ისტორიაში
4.ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან აბაშიძე - „სოფელ
კუკიად“ წოდებული ციხე-სიმაგრისა და მისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ტაძრის ისტორია
5.გეოლოგიის დოქტორი, პროფესორი მურად ტყემალაძე - ლურჯი
ფერის ბუნებრივი მინერალები ხატწერაში
6.თეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი ნუგზარ სამხარაძე - ისააკის
მსხვერპლად შეწირვის იკონოგრაფიული გამოსახულებები ქრისტიანულ
ხელოვნებაში