საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

ამა წლის 13 და 14 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის კოლეჯში (უნივერსიტეტში), საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან 1700-ე წლის იუბილეს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საღვთისმეტყველო სკოლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას წარმოადგენდნენ თეოლოგიის პროგრამის (ბაკალავრიატი) შემდეგი სტუდენტები: გაბრიელ ნავროზაშვილი (lll კურსი), დავით ღირსიაშვილი (lll კურსი) და გიორგი დონდუაშვილი (II კურსი). მათ ახლდათ სასულიერო სემინარიის დეკანი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. კონფერენციის მსმენელები დიდად დაინტერესდნენ ჩვენი სტუდენტების მოხსენებებით.
სხდომის ბოლოს სიტყვა გადაეცა მღვდელ გიორგი ვაშალომიძეს, რომელმაც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოკლე ისტორია და დღეს არსებული მდგომარეობა გააცნო დამსწრე საზოგადოებას, გამოთქვა იმედი მომავალში ურთიერთობის გაგრძელებისა და თანამშრომლობისა.
altaltalt
15.05.2024

FaceBook გვერდი