თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული
ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებს საქართველოს
ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში ჩაუტარდათ ლექცია ხატწერის
ისტორიაში.
საგნის პედაგოგმა - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ნანა
ბურჭულაძემ - სტუდენტებს ახლად გახსნილი ექსპოზიცია დაათვალიერებინა.
ესაუბრა შუა საუკუნეების ქართული ხატწერის შედევრებზე, მათ ისტორიასა
და მხატვრულ ღირსებებზე. ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის
ძეგლების ცოცხლად ნახვამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა
სტუდენტებზე.