პრეზენტაცია

დღეს, 5 აპრილს, სემინარიის პირველი კურსის სტუდენტებმა მსმენელთა წინაშე წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებიც საქართველოს ისტორიის კათედრაზე სასწავლო კურსის ფარგლებში მომზადდა საერთო თემაზე  „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და თავისუფლებისათვის ბრძოლა XX საუკუნეში“. პრეზენტაციებს ხელმძღვანელობდა პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი - მღვდელი გიორგი ვაშალომიძე, სასწავლებლის მოძღვარი -არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია, კათედრის წევრები, სტუდენტები.
მომხსენებლებმა შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს:
რას ნიშნავს ეკლესიის ავტოკეფალია? - ლევან სალიაშვილი;
  1. ქართლის ეკლესიის კათოლიკოსობის დაწესება და ვახტანგ გორგასალი - გოგიტა სირბილაძე;
  2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები (XI-XV  სს.) - კახა აბულიძე;
  3. აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები (XV-XVIII  სს.) - დიაკონი გიორგი მხატრიშვილი;
  4. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები (XV-XVIII სს.) - ლუკა ხვედელიძე;
  5. რუსული საეკლესიო მმართველობა საქართველოში (1811-1917 წწ.) - ლევან სონღულაშვილი;
  6. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. კათოლიკოსი კირიონ II - გაბრიელ მდინარაძე;
  7. ეკლესიური და სახელმწიფოებრივი თავისუფლებისათვის მებრძოლი კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) (ამბროსი აღმსარებელი) – ალექსანდრე ბუბაშვილი;
  8. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის პრობლემები XX საუკუნის 40-იან წლებში. კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა კალისტრატე (ცინცაძე) - მონაზონი ემანუელ კეკელია;
  9. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარება. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  - ლევან სართანია.
alt
05.04.2024

FaceBook გვერდი