თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის თეოლოგიის (სემინარია) ფაკულტეტის დეკანი, მღვდელი გიორგი
ვაშალომიძე და თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის
სტუდენტები - დავით ღირსიაშვილი, ლუკა სიმონიშვილი, გაბრიელ
ნავროზაშვილი, მიხელ ნუროშვილი და შალვა ღვამბერია - ათონის წმინდა
მთაზე იმყოფებოდნენ. სტუდენტებმა მამა გიორგისთან ერთად მოილოცეს
ათონის წმინდა მთის ეკლესია-მონასტრები და
არაერთ სიწმინდეს
მიემთხვივნენ.
განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მომლოცველთათვის სტუმრობა ივერონის მონასტერში, თაყვანისცემა ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, წმინდა მამათა - იოანეს, ექვთიმესა და გიორგი მთაწმინდელების - ნამოღვაწარის ხილვა. მამა გიორგიმ სტუდენტებთან ერთად წაიკითხა/გაიხსენა წმინდა მამათა ცხოვრების აღმწერელი წიგნებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები და სტუდენტებისათვის კიდევ უფრო ცხადი, ხილული და ემოციურად მეტყველი გახდა დიდი ქართველი ათონელი მამების მოღვაწეობის გზა და შინაარსი. ბოლოს მომლოცველები იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართულ სკიტას ესტუმრნენ. თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ მონასტერში მოღვაწე ქართველ მონაზვნებთან და სტუდენტებთან ერთად წირვა ქართულ ენაზე აღავლინა.