გასვლითი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიის სასწავლო პროცესის
განუყოფელი ნაწილია. ქრისტიანული ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელის,
ქ-ნ რუსუდან ვაშალომიძის ინიციატივით, თეოლოგიის საბაკალავრო
პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტებს სასწავლო პროგრამით
გათვალისწინებული ლექცია ქართული ხელოვნების ისტორიაში ანჩისხატის
ტაძარში ჩაუტარდათ.
ქ-ნმა რუსუდანმა ისაუბრა ტაძრის ისტორიაზე, არქიტექტურასა და
მოხატულობაზე, სარესტავრაციო სამუშაოების მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ
ტაძრის პირვანდელი სახის აღდგენა-შენარჩუნებისთვის რესტავრატორები
უნდა ითვალისწინებდნენ ძველი ჩანახატების, ფოტოებისა და ანაზომების
მონაცემებსაც.
ლექცია სტუდენტებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მათ მოისმინეს და ვიზუალურად აღიქვეს ტაძრის შესახებ არსებული
მნიშვნელოვანი ინფორმაციები.