2024 წლის 30 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია
პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ახალი აღთქმის პედაგოგმა გრიგოლ
ხაჭაპურიძემ დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე - „საქართველოს
სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის ისტორიოგრაფია XIX
საუკუნის დასასრული XX საუკუნის დასაწყისი“. სადისერტაციო ნაშრომის
ხელმძღვანელი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული
პროფესორი ვახტანგ გურული; ოფიციალური რეცენზენტები იყვნენ ისტორიის
დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე მოსიაშვილი; ისტორიის
დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გვანცა ბურდული. სადისერტაციო
საბჭოს თავმჯდომარეობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. სადისერტაციო საბჭოს
წევრებმა უმაღლესი ქულით შეაფასეს ბატონი გრიგოლ ხაჭაპურიძის
საკვალიფიკაციო ნაშრომი და მას მიენიჭა ისტორიის დოქტორის
აკადემიური ხარისხი.
დისერტაციის დაცვას ესწრებოდნენ - თბილისის სასულიერო აკადემიისა
და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე,
სასულიერო პირები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა სამეცნიერო წრეების
წარმომადგენლები.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ულოცავს ბატონ გრიგოლ
ხაჭაპურიძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს სულიერ მხნეობასა
და ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას!