თბილისის სასულიერო აკადემიასა და
სემინარიაში გრძელდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 91-ე და
აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო
კვირეული.
აღნიშნული კვირეულის მე-2 სამუშაო
დღე გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუდენტებს წარმატებები
უსურვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა
სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ.
12 დეკემბერს თბილისის სასულიერო
აკადემიასა და სემინარიაში წარმოდგენილი იყო ქრისტიანული ფსიქოლოგიის
კათედრის გამგის, ფსიქოლოგიის დოქტორის - ირმა ხურციას -
ხელმძღვანელობით ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ
მომზადებული პრეზენტაციები თემაზე - ადამიანი სოციალიზაციის პროცესში.
მოდერატორი იყო ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ჟასმინ
ლომიძე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუდენტთა მუშაობის პროცესსა
და თემის აქტუალობაზე ისაუბრა ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრის
ხელმძღვანელმა ირმა ხურციამ.
წარმოდგენილი პრეზენტაციების
ვიზუალური მასალით უზრუნველყოფაში სტუდენტებს ეხმარებოდა სემინარიის
1-ელი კურსის სტუდენტი გაბრიელ მდინარაძე.
14: 00 საათზე გაიმართა
ბიბლეისტიკის კათედრის (ხელმძღვანელი - დეკანოზი გიორგი გუგუშვილი )
პედაგოგის - გიორგი თოდუას ხელმძღვანელობით აკადემიის სტუდენტთა მიერ
მომზადებული თემის წარდგენა - ძველაღთქმისეული მელქისედეკი (დაბ.
14.18-20; ებრ. 7.1-10) და იესო ქრისტე - ახალაღთქმისეული მელქისედეკი
(ებრ. 6.13-20; 7.11-28). პარალელები, ძირითადი ეგზეგეზისი. ჯგუფის
მოდერატორი გახლდათ აკადემიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი მირზა
ჩხოლორია.
იხ. პროგრამა:
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
ჯგუფის მოდერატორი - გვანცა ლომიძე ( III კურსი) მომხსენებლები
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები:
1.ანნა ვანიშვილი ( III კურსი) --
ფსიქო-სოციალური განვითარების სტადიები (ხელმძღვანელი -ფსიქოლოგიის
დოქტორი ირმა ხურცია)
2.ნიტა ჯაფარიძე, ნინო გზირიშვილი
( II კურსი) - სოციალური როლების გავლენა (ხელმძღვანელი -ფსიქოლოგიის
დოქტორი ირმა ხურცია)
3.ირინე ჩუხტიაშვილი, რეზი
გრიგალაშვილი ( II კურსი) - თვითშეფასების ფორმირება (ხელმძღვანელები
- თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია, ფსიქოლოგიის დოქტორი ირმა
ხურცია) 12 დეკემბერი, 14 საათი ბიბლეისტიკის კათედრა ხელმძღვანელი -
თეოლოგიის მაგისტრი გიორგი თოდუა ჯგუფის მოდერატორი - მირზა ჩხოლარია
( III კურსი)
მომხსენებლები:
აკადემიის III კურსის
სტუდენტები:
1.დიაკონი ბასილ
ელისაბედაშვილი
2.დიაკონი დავით პირა
3.ზურაბ დვალიშვილი
4.ირაკლი დუშმანიშვილი
5.მერაბ შაშიაშვილი