მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი

2023 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“ პირველი სხდომა – „ერი და ეროვნული ცნობიერება“. სემინარზე მოხსენებები წაიკითხეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგებმა: გიორგი გვასალიამ („ეროვნული თვითშეგნების ბიბლიური გააზრება“) და თეიმურაზ ბუაძემ („ეროვნული ცნობიერება - ფასეულობები, დანიშნულება, თვითმყოფადობა“).
20.10.2023

FaceBook გვერდი