2023 წლის 9-10 ოქტომბერს ივანე
ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა
საერთაშორისო კონფერენცია, მიძღვნილი საქართველოს ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტ გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 85 წლის
იუბილესადმი. კონფერენციაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ: სერგო
ვარდოსანიძე, მარიკა მშვილდაძე, ნინო თომაძე.