28 სექტემბერს თბილისის სასულიერო
აკადემიასა და სემინარიასა და აზერბაიჯანის თეოლოგიურ ინსტიტუტს შორის
მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და
აზერბაიჯანის თეოლოგიური ინსტიტუტის რექტორის მოადგილემ ჯეიჰუნ
მამედოვმა.
ღონისძიება საქართველოს
საპატრიარქოში გაიმართა.
შეხვედრაზე სიტყვა წარმოთქვეს
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის
რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ მუბარიზ
გურბანლიმ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი
ვახტანგი, სხვა სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო
სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკი
საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი საქართველოშიდა ფაიგ გულიევი და
აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა
საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობის
მნიშვნელობაზე ისაუბრეს.