ვიზიტი თბილისის 86-ე საჯარო სკოლაში


თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი თეა ბეჟუაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე და კათედრის გამგის თანაშემწე ვაჟა გიგაური თბილისის 86-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. ისინი მოსწავლეებს ჩვენი სასწავლებლის ტრადიციებსა და დღევანდელობაზე, სასწავლო პროგრამებსა და სწავლების სპეციფიკაზე, მისაღები გამოცდების თავისებურებაზე ესაუბრნენ. სტუმრებს სკოლის დირექტორმა ნანა ქაჯაიამ უმასპინძლა. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს.
05.04.2023

FaceBook გვერდი