გარდასულ დღეთა გახსენება

2023 წლის 10 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ინიციატივით სასულიერო სემინარიის სტუდენტებისა  და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით გაიმართა ერთობლივი ღონისძიება.  მონაწილეებმა პატივი მიაგეს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას - დედაენის ბაღში  მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს 1956 წლის 9 მარტს დაღუპულთა მემორიალი.  გიმნაზიის რექტორმა,  დეკანოზმა მირიან  სამხარაძემ  დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა.  ბატონმა სერგომ შეკრებილთ ვრცლად უამბო 1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებული  ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ.
12.03.2023

FaceBook გვერდი