სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის
ლოცვა-კურთხევით, 21 თებერვალს, სასულიერო აკადემიასა და
სემინარიაში ლოდის (ისრაელი) წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა,
არქიმანდრიტმა მარკელიოს დიმიტრიოს კარაგეორგიუსმა საჯარო ლექცია
წაიკითხა. მოძღვარმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მოუთხრო
ბერძენი წარმოშობის ბერის, ეფრემ არიზონელის, მონასტრული ცხოვრების
ამბები.
ბერი ეფრემი, ათონის მთაზე
მოღვაწეობისას იოსებ ისიხასტის მოწაფე, გასული საუკუნის 70-იან
წლებში ჩასულა ამერიკაში. დიდია მისი ღვაწლი ბერძნული დიასპორის
კატეხიზაციისა და ეკლესიის წიაღში მისი დაბრუნების საქმეში. 90-იანი
წლებიდან იგი ხელს ჰკიდებს აღმშენებლობას, საბოლოოდ კი ამერიკასა და
კანადაში (ათონის მთის ანალოგიით) აარსებს 20 მონასტერს.
არქიმანდრიტი მარკელიოს დიმიტრიოსი
ჩვენი სასწავლებლის მსმენელებს არიზონის სავანის ტიპიკონზე, ზოგადად,
სამონასტრო ცხოვრების მადლსა და სირთულეებზე, სათნოებათა მოხვეჭის
გზებზე ესაუბრა. 1997 წლიდან იგი თავად ყოფილა ეფრემ ბერის უშუალო
მოწაფე წმინდა ანტონის მონასტერში, მანამდე კი საბერძნეთსა და
ამერიკაში საუნივერსიტეტო განათლებაც მიუღია.
შეხვედრის დიდი ნაწილი დიალოგის
ფორმით წარიმართა.
შეხვედრის ბოლოს სასწავლებლის
პრორექტორებმა - დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ და დიაკვანმა ცოტნე
ჩხეიძემ - სტუმარს მადლობა გადაუხადეს საინტერესო საუბრისათვის.