17 თებერვალს თბილისის სასულიერო
აკადემიამ და სემინარიამ უმასპინძლა ცნობილ ქართველ მუსიკათმცოდნეს,
პიანისტს, კონცერტმაისტერსა და პედაგოგს მარინა ლობჟანიძეს.
ქალბატონ მარინას სასცენო და
პედაგოგიური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი არის
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და
საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული
უნივერსიტეტის ლექტორი, ევგენი მიქელაძის სახელობის ქალაქ თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, ასევე საზოგადოებრივი
მაუწყებლის პროექტის -,,ტელესკოლა“- პედაგოგი, არაერთი საერთაშორისო
და ადგილობრივი მუსიკალური პროექტის ხელმძღვანელი, მონაწილე და ჟიურის
წევრი.
აღსანიშნავია, რომ ლექციის
,,საუბარი კლასიკურ მუსიკაზე“ თემატიკა აუდიტორიის ინტერესიდან
გამომდინარე განსაზღვრა ავტორმა, მან ყურადღება გაამახვილა მუსიკის
ისტორიის ძირითად ეტაპებს, მუსიკალური მიმდინარეობებისა დაჟანრების
მრავალფეროვან ბუნებასა და თვითმყოფად ხასიათზე, განიხილა სანოტო
სისტემის, სანოტო დამწერლობის ისტორიის საკითხები, ისაუბრა მე-11
საუკუნეში ოცდაოთხი წლის იტალიელი ბერის, მუსიკოსისა და სიმღერის
პედაგოგის გვიდო დ’ არეცოს მიერ შემოღებულ სანოტო სისტემაზე, რომელიც
დღემდე მელოდიის ჩაწერის ყველაზე მარტივ და სრულყოფილ საშუალებად
რჩება. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დღეს დამკვიდრებული სანოტო
სისტემის შექმნამდე მუსიკალური ნოტაციის სახეები სხვადასხვა დროსა და
კულტურაში განსხვავებული იყო. ხშირად კი მუსიკალურ ნაწარმოებებს
ზეპირსიტყვიერი, მახსოვრობითი გზით გადასცემდნენ ერთმანეთს, რაც
ხდებოდა კიდეც ნაწარმოების ცვლილების, არასწორი ინტერპრეტაციის ან
სულაც, დავიწყების მიზეზი.
ქალბატონმა მარინამ განსაზღვრა მუსიკის როგორც ენის, როგორც ტექსტის მნიშვნელობა დაისაუბრა მისი გამომსახველობითი ფორმებისა და მხატვრული ხერხების მრავალფეროვნებაზე.

შეკითხვას, თუ რატომაა
მნიშვნელოვანი საზოგადოებისათვის სწორად აღზრდილი ადეკვატური
მსმენელი? - მომხსენებელმა ასე უპასუხა: მუსიკა არის ადამიანში
ლოგიკურისა და ემოციურის არნახული ერთობის, ადამიანების სამყაროსთან,
ერთმანეთთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალება,
სამყაროს მშვენიერებისა და ჰარმონიის შეცნობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
გზა.
ლექციის მსვლელობისას მომხსენებელი მეტად საინტერესო, შემეცნებით და სახალისო ვიზუალურ და აუდიო მასალას მოიხმობდა, რის საფუძველზეც მსმენელთათვის კიდევ უფრო ცხადი, ემოციურად აღქმადი და შესაცნობი ხდებოდა განხილულ საკითხთა ფართო სპექტრი - მუსიკალური ნაწარმოების აღქმის თავისთავადობა, თვითმყოფადობა და მისი განსახოვნების მრავალფეროვანი შესაძლებლობანი.
ქალბატონმა მარინამ დამსწრე საზოგადოებას მე-18-მე-19 საუკუნეების ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის, მუსიკაში რომანტიკული მიმართულების ფუძემდებლის, ფრანც შუბერტის ნაწარმოების - ,,ტყის მეფის“ - საფუძველზე სხვადასხვა ავტორის მიერ განსხვავებულ ჟანრში შექმნილი ნაწარმოებები გააცნო - საოპერო, ანიმაციური და საფორტეპიანო და ამ მაგალითებით კიდევ ერთხელ ცხადყო მუსიკალური ენით ემოციისა და აზრის გადმოცემის დაუსაზღვრავი შესაძლებლობანი.
შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა მარინამ მეტად საინტერესო ფილმი უჩვენა შეკრებილთ - ესპანელი რეჟისორის ანიმაცია - ,,7 წუთში ჩატეული მუსიკა“.
მუსიკოსთან შეხვედრა ძალზე საინტერესო აღმოჩნდა აუდიტორიისათვის. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ეს ლექცია მართლაც იყო ერთ საათში ჩატეული მუსიკის ისტორია, ემოცია, ინფორმაცია, მსმენელამდე სწორად მიტანილი სიტყვა და მელოდია, უბრალოდ, გულისა და გონებისთვის საჭირო საუბარი მუსიკაზე.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება გამოხატა სტუმრის მიმართ. ისაუბრა საგანმანათლებლო სივრცეში ამგვარი შეხვედრებისა და ლექციების აუცილებლობაზე და მობრძანებულ სტუმარს, მადლიერების ნიშნად, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.