აღნიშნული მინისტერიალი
წარმოადგენს უმაღლესი დონის უნიკალურ პლატფორმას
გარემოსდაცვითი, განათლებისა და მდგრადი განვითარების
საკითხებზე დიალოგისთვის. მასში მონაწილეობენ გაეროს წევრი ქვეყნების
განათლებისა და გარემოს დაცვის მინისტრები.
კონფერენციაზე განხილული იყო სამ ძირითად თემასთან -მდგრადი
ინფრასტრუქტურის, მდგრადი ტურიზმისა და განათლება მდგრადი
განვითარებისთვის - დაკავშირებული საკითხები. სწორედ ამ
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო პოსტერების გამოფენა, რომელშიც
მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და
მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის
სტუდენტებმაც.
კონფერენციას ესწრებოდა
სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი მაღალი დონის დელეგაცია.
გარემოსდაცვითი კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ 4
კატეგორიაში ონლაინ ჩატარდა გარემოსდაცვითი პოსტერების
გამოფენა: ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება, ნარჩენებით
დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების პრობლემები.
უნდა აღინიშნოს, რომ
კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული 10 ნამუშევრიდან
4 პოსტერი ეკუთვნის საეკლესიო არქიტექტურის
(ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის
რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტებს - ნინო წერეთელს (მე-4 კურსი),
კესანე ვეზდენს (მე-3 კურსი), ლუკა ლეკიაშვილს (მე-3
კურსი).ქართველ სტუდენტთა ნამუშევრებმა მნახველთა დიდი მოწონება
დაიმსახურეს. გამოფენის მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ
სერტიფიკატები.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
მისამართზე: