სამუშაო სემინარი

 
ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში აკადემიის დეკანატის ორგანიზებით მორიგი სამუშაო სემინარი გაიმართა. სემინარს ესწრებოდნენ სასულიერო აკადემიის დეკანი დეკანოზი იოანე კვანჭიანი, აკადემია-სემინარიის პედაგოგები და მაგისტრატურის სამივე კურსის სტუდენტები. დამსწრეებმა მოისმინეს აკადემიის მესამე კურსის სტუდენტის, ცოტნე გიგიბერიას, მოხსენება „დიდი და ოთხშაბათ-პარასკევის მარხვები. მარხვის წესი“. 
მოხსენებამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხსენებელმა მიმოიხილა მარხვის დადგინების და ჩამოყალიბების ისტორია, წმინდა წერილზე, სჯულის კანონსა და საეკლესიო ისტორიკოსების თხზულებებზე დაყრდნობით. 
თემის წარდგენის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელზეც მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
08.12.2022

FaceBook გვერდი