ახალციხის სასულიერო სემინარია (საფარის მონასტერი), რომელის რექტორია
მიტროპოლიტი თეოდორე
(ჭუაძე),
თავადაც ხშირადაა ინიციატორი ამგვარი საგანმანათლებლო
შეხვედრებისა.
ამჯერადაც სასწავლებლის სამღვდელოებამ და პედაგოგებმა გულითადად უმასპინძლეს თბილისიდან
ჩასულ სტუმრებს.
სტუდენტებმა დაათვალიერეს საფარის მონასტერი, თაყვანი სცეს
იქ დაცულ რელიქვიებსა
და სიწმინდეებს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის მამათა მონასტერში, წმინდა საბა
განწმენდილის სახელობის ტაძარში სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთობლივი
სავედრებელი პარაკლისი
გადაიხადეს. დღის ბოლოს გაიმართა ტრაპეზი, იყო აზრთა ურთიერთგაცვლა და
სამომავლოდ მეგობრული
თუ საქმიანი შეხვედრების სურვილი.