გასულ კვირას თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ტრადიციულად საჩუქრებით ესტუმრა მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის - „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ - თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე და ამ ორგანიზაციის სხვა წევრები. ჩვენი სასწავლებელი მადლიერებას უცხადებს სტუმრებსა და ორგანიზაციას მრავალწლიანი თანადგომისა და დახმარებისათვის.